FCI.ge
FCI.ge
გავიხსენოთ ჰიდეტოში ნაკატა |
ჰიდატოში ნაკატა იაპონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ლიდერი გახლდათ. 1998 წლის მუნდიალზე თავისი თავის პოზიტიურად წარმოჩენის შემდეგ მან ევროპაში გადაინაცვლა კონკრეტულად კი სერია A-ში, ის გახლდათ პირველი იაპონელი რომელიც იტალიის ჩემპიონატში გადაბარგდა. ფეხბურთელმა ევროპული კარიერა პერუჯაში დაიწყო სადაც მისმა სისწრაფემ და შრომისმოყვარეობამ უმალვე მოხიბლა ფაბიო კაპელო და ფეხბურთელი რომაში გადავიდა. მართალია ჰიდეტოშიმ რომაში თავი ვერ დაიმკვიდრა თუმცა გუნდს მეტად მნიშვნელოვანი მატჩების და ტიტულის მოგებაში აქტიურად ეხმარებოდა. იაპონელმა რომას მაისურთ 2000/01 წლების სერია A–ს საფეხბურთო ჩემპიონატი მოიგო. ნაკატამ 1 წელიწადში რომაც დატოვა და პარმაში გადაბარგდა, მისი ტრანსფერი 25 მილიონის სანაცვლოდ შედგა, პარმაში მან წაუშლელი კვალი დატოვა და მან ამ უკანასკნელში მოიგო როგორც იტალიის საკლუბო ჩემპიონატის თასი ასევე სუპერთასიც. ნაკატამ კარიერა ბოლტონში დაასრულა, თუმცა ფეხბურთელმა წარუშლელი კვალი დატოვა და თავი დაამახსოვრა მსოფლიო ფეხბურთს. ნაკატას საკუთარ თავზე ზრუნვამ და ფუფუნებაში ცხოვრებამ ფეხბურთში თავისი თავი იმ დონეზე არ ააყვანინა რაზეც ის იმსახურებდა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.