FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გავიხსენოთ რობერტო ბაჯო

11-09-2016
9 კომენტარი

რობერტო ბაჯო 1967 წლის 18 თებერვალს იტალიის პროვინციულ ქალაქ ვინჩენცას მიდამოებში დაიბადა. მამამ მას რობერტო იმდროინდელი იტალიელი ფეხბურთელის რობერტო ბონინსენიას საპატივცემულოდ დაარქვა. ბაჯო ოჯახში მე 7 შვილი იყო, მამა ველოსპორტის აქტიური მიმდევარი იყო და შვილიც მსგავსად უნდოდა რომ მოქცეულიყო თუმცა ამაოდ. ბაჯომ თავისი საფეხბურთ კარიერა 1982 წელს დაიწყო სწორედ თავისი ქალაქის გუნდში, ანუ ვინჩენცაში. რობერტოს აქტიური დახმარებით გუნდმა სერია ბ ში მთავარი ადგილი დაიკავა, ვინჩენცას შემდეგ იტალიელმა თავი ფიორენტინაში ამოყო სადაც თავისი სეზონის პიკი 1989-90 წლებში ქონდა, მაშინ ფიორენტინა უეფას ჩემპიონატის ფინალში გავიდა თუმცა იუვესთან დამარცხდა. ბაჯოს თამაშით მოხიბლულმა ტურინელებმა მისი გადაბირება ცადეს რაც გამოუვიდათ კიდეც. ბაჯო გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდაი იუვეში რადგან ფეხბურთელს არ სურდა ფიორენტინას დატოვება თუმცა ფიორენტინას პრეზიდენტმა და იუვეს მესვეურებმა მოილაპარაკეს ამიტომ ბაჯომ 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ-ერთ ვარჯიშზე გაიგო, რომ იუვეს ფეხბურთელია. რობერტომ სწორედ ტურინშ გაატარა თავისი კარიერის ყველაზე დიდი დრო ანუ 5 წელი სადაც 141 შეხვედრაში 78 გოლი გაიტანა. იუვეში მან უეფას თასი, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო. მან სწორედ იუვეს მაისურით მოიგო ოქროს ბურთი 1993 წელს. ამის შემდეგ რობერტო ბაჯო მილანში გადაბარგდა სადაც 2 წელი დაჰყო 1995-97 ასევე მოიგო სერია ა. ინტერი, ბოლონია და საბოლოოდ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარიერა ბრეშაში დაასრულა სადაც 90 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა. ბაჯოს სანაკრებო ისტორია წარმატებული კი იყო მაგრამ ფეხბურთელმა რეალურად ვერ შეძლო სანაკრებო ტიტულის მოპოვება. 1990 წელს იტალია მესამეზე გავიდა ხოლო 1994 წელს ფინალში რობერტო ბაჯომ გადამწყვეტი 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა რითაც მის მიერ ფინალში გაყვანილი კლუბი მე 2 ადგილს დასჯერდა.

 


https://www.fci.ge/uploads/posts/2013-07/1373911088_roberto-baggio.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi