FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვარსკვლავური ომები : ანუ რომელია ლონდონის მეფე

28-10-2016
33 კომენტარი

ძვირფასო მომხმარებელო ალბათ დამეთანხმებით, რომ ინგლისურ ფეხბურთში ლონდონს ერთდროულად ტიერი ანრის და დიდიე დროგბას მსგავსი 2 უდიდესი დამრტყმელი ძალა არ ყავდა. მართალია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეხბურთელებით ორივე გუნდიდან აქტიურად გამოირჩეოდნენ მეტოქე გუნდის კარების დალაშქრვით, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ისე არა როგორც ზემოდხსენებული ორი ფეხბურთელი.

ტიერი ანრი ლონდონში 1999 წელის ზაფხულში ჩაფრინდა და ადგილობრივ კლუბთან არსენალთან მოაწერა კონტრაქტს ხელი. მან იუვე 10 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ დატოვა და მეთოფეებში გადაბარგდა. ანრიმ არსენალში კარიერა 2007 წელს დაასრულა 8 წლის მანძილზე მან 254 მატჩში 174 გოლი გაიტანა რამაც ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში დააწინაურა. ანრიმ არსენალის მაისურით მოიგო პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი. 2006 წელს ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდინიოს ბარსელონასთან დამარცხდა. ანრის სანაკრებო კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ახალბედა იყო როცა 98 ში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2000 ში ევროპის ჩემპიონატი. ტიერიმ მაინც შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა 2 ჯერ 3 ეულში უშეღავათო ბრძოლაში შესული 2 ივეჯერ დამარცხდა ოქროს ბურთისთვის ორთაბრძოლაში.

დიდიე დროგბა პრემიერ ლიგაში მოგვიანებით 2004 წელს მივიდა როცა ანრის უკვე თავისი სიტყვა ნათქვამი ქონდა. თუმცა დროგბამ მალევე დაიწყო საკუთარი გავლენის და ავტორიტეტის გამყარება. დროგბა პრემიერ ლიგის 4 გზის ჩემპიონია, ასვე ინგლისის თასისაც. ის უდავო ლიდერი გახლდათ, რამაც მის კარიერას საბოლოოდ დაღი 2011/12 წლებში დაასვა, როცა დროგბამ ჩელსის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოაგებინა. დროგბას ანგარიშზე პრემიერ ლიგაში 226 მატჩში 100 გოლია. ის თავისი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია 65 გოლით.

საინტერესოა მომხმარებლის აზრი ამ ორ ლეგენდარულ ფეხბურთელთან დაკავშირებით. ასევე ყოველთვის სასიამოვნოა ღირსეული დებატები მითუმეტეს იმ ფონზე, რომ თვალწინ ორი "გიგანტია".


https://fci.ge/uploads/posts/2016-10/1477681809_london.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi