FCI.ge
FCI.ge
ვარსკვლავური ომები : ანუ იმპერატორი გლადიატორის წინააღმდეგ |
ფრანჩესკო ტოტი იტალიის დედაქალაქ რომში დაიბადა. ბავშვობიდან რომას გულშემატკივარი იყო, მისი კერპი კი ამ კლუბის კაპიტანი ჯუზეპე ჯიანინი იყო. ტოტი რომაში ახალბედა ჩაირიცხა და გუნდში დებიუტი 1993 წელს ქონდა ბრეშას წინააღმდეგ. პირველი გოლი კი 1994 წელს ფოჯას წინააღმდეგ გაიტანა. ტოტის აღზევება სწორედ ამ წლებიდან იწყება, ის ნელ-ნელა ავტორიტეტული ფიგურა ხდება როგორც გუნდისთვის ასევე ნარკებისთვის. მაგალითად 1996 წელს იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრება ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ტოტიმ კი იტალიის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ტოტი 98 წლის მუნდიალზე გაემგზავრა. ამავე წელს ტოტი სერია ა _ს წლის ფეხბურთელის ტიტულს იგებს. მოკლედ რომ ვთქვათ 2001-02 წლებში რომში ფაბიო კაპელო მეთაურობდა რომაელთ არმიას, არმია კი მთავარი გენერალის ირგვლილ განალგა და მასზე დამოკიდებული გახადა, რამაც გაამრთლა და რომამ სკუდეტო მოიგო. 2004 წელს ტოტი რომას საუკეთესო გოლედორი გახდა მან პარმასთან შეხვედრაში 107 ე გოლი გაიტანა. 2006 წელს ტოტიმ უმძიესი ტრავმა მიიღო თუმცა ის ნაკრებში მაინც წავიდა და გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ძალა აღმოჩნდა. მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და სანაკრებო კარიერაც დაასრულა.
ტოტის სანაკრებო კარიერაშიც და ისედაც არაფერს უთმობდა კოლენიანოლელი ალესანდრო დელ პიერო. დელ პიერომ თავისი საფეხბურთ კარიერა პადოვაში დაიწყო თუმცა ტალანტი უმალვე შეამჩნიეს და სულ რაღაც 2 წელიწადში იუვენტუსში აღმოჩნდა. მომავალი კაპიტნის დებიუტი იმავე წელს „ფოჯასთან“ შედგა. სწორედ მაშინ დაიწყო ალექსისა და ტურინული კლუბის დღემდე დაუსრულებელი ისტორია. პირველი გოლი კი უკვე მომდევნო მატჩში „რეჯინასთან“ შეაგდო. ჰეთ-თრიკის შესრულება „რომასთან“ პირველივე დაპირისპირებაში შეძლო და დიდი წვლილი შეიტანა „ბებერი ქალბატონის“ გაჩემპიონებაში, „იუვენტუსმა“ მაშინ 8 წლიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა მიოგო სკუდეტო. დელ პიეროს მისვლა ტურინულ კლუბში მის აღმასვლას დაემთხვა, კლუბმა 7-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მოიგოი ჩემპიონთა ლიგა და სხვა ევროპული ტიტულები. მის კარიერაში საუკეთესო სეზონი 1997-1998 წლებში ჩაატარა. იმ წელს იტალიის ჩემპიონატში 21 გოლის გატანა შეძლო და მეტოქეთა კარი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტჯერ მან დალაშქრა სადაც საუკეთესო მეგოლის ტიტული არავის დაუთმო.2006 წლის იანვარში დელ პიერომ ბონიპერტის რეკორდი დაამხო და 185-ე გოლი გაიტანა კლუბში. ფაბიო კაპელოს გუნდში მოსვლის შემდეგ ალექსის ფუნქციები შეიცვლა, რის გამოც ურთიერთობა დაეძაბა მწვრთნელთან. ბოლოს განაცხადა, თუ კაპელო გუნდში დარჩება მაშინ მე წავალო. საბოლოოდ ყველაფერი სხვანაირად დატრიალდა. მალე იუვე დიდ შარში გაეხვა, სასამართლომ გუნდი სერია ბ ში გადაისროლა თუმცა დელ პიერომ უამრავი შემოთავაზების მიუხედავად გუნდი არ დატოვა და ნედვედთან და ბუფონთან ერთად სერია ა ში ისევ დაურბრუნა გუნდს ღირსეული სახელი. დელ პიეროს ისევე როგორც ტოტის 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. მან სერია ა 6 ჯერ მოიგო ხოლო ჩემპიონთა ლიგა 1 ხელ, სამჯერ კი ფინალში იყო.
სანაკრებო კარიერის პერიოდში ხშირი იყო ის მომენტი როცა ტოტი ძირითადში იყო და დელ პიერო მის შემცვლელად მოიაზრებოდა და ეს სხვადასხვა დროსაც ფაქტებითაც დადასტურდა თუმცა ორივე ფეხბურთელმა ღირსეული კვალი დატოვეს და დაამტკიცეს, რომ ძალა ერთობაშია, მათ ერთოულად აწიეს იტალიისთვის მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ თავი შევიკავოთ და არ ვიმსჯელოთ იმაზე ტოტი თუ დელ პიერო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.