FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვარსკვლავური ომები : ანუ ბრძოლა კუნძულის ცენტრისთვის

29-10-2016
25 კომენტარი

ჯერარდი დაიბადა პატარა ქალაქ უისტონში. მან საფეხბურთო კარიერა უისტონის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც პირველად შემაჩნიეს „ლივერპულის“ სკაუტებმა. 9 წლის ჯერარდი გადავიდა „ლივერპულის“ ახალგაზრდულ აკადემიაში. 1997 წლის 5 ნოემბერს კი ჯერარდმა პირველი კონტრაქტი გააფორმა მერსესაიდულ კლუბთან. ჯერარდის კარიერა ლივერპულში 1998 წელს იწყება, როცა ის უკვე მოედანზე გამოდის, თუმცა პირველი 2 წელი ჯერარდისთვის არც ისე წარმატებული გამოდგა. შემდეგ 2000-01 წლების სეზონში მან 15-ჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და 10 გოლი გაიტანა. იმ წელს „ლივერპულმა“ მოიგო ლიგის და FA-ს თასები და ასევე უეფა-ს თასი. 2003 წელს სტივენ ჯერარდი „ლივერპულის“ კაპიტანი გახდა. ახალმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ იგი გუნდის ლიდერად აღიარა და ახალი 4 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა. 2004 წელს ლივერპულში სიტუაცია დაიძაბა, დაიძაბა იმ მხრივ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა და ლივერპული დაშლის პირას იყო, ჯერარდმა განაცხადა, რომ მას გუნდის დატოვება სურდა და რომ ის შესაძლოა ჩელსიში გადასულიყო თუმცა საბოლოოდ გუნდში დარჩა და ლივერპულს უერთგულა. 2005-06 წლების სეზონში მან 53 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე სეზონის ბოლოს ლივერპულმა მოიგო FA-თასი. ფინალში ჯერარდმა 2 გადამწყვტი გოლი გაიტანა და გაამრჯვებინა საკუთარ კლუბს. ამ გოლებით იგი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი მსოფლიოში, რომელსაც გატანილი აქვს გოლები უეფას თასის, FA-ა თასის, ინგლისის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში. 2005 წლის სტამბოლის ფინალის შემდეგ ჯერარდის ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდა, ფეხბურთელმა უდიდესი როლი შეასრულა იმაში, რომ გუნდს 3-0 იდან თამაში შემოეტრიალებინა და მოეგო. ჯერარდის თაოსნობით ლივერპული კვლავ გავიდა ფინალში 2007 წელს თუმცა იქ უკვე მილანმა შური იძია და გუნდი დაამარცხა. ჯერარდმა წარმატება ვერ მოიპოვა იმ გაგებით, რომ მან საკუთარი ქვეყნის თასი ვერ აწია საკუთარ კუნძულზე. ჯერარდი ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობს და მისი კარიერა ნაკრებში მაინდამაინც გამორჩეული ვერაა რაც ნამდვილად არ არის ჯერარდის დანაშაული. ჯერარდს საკლუბო დონეზე ყველა საჭირო თასი მოგებული აქვს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატის გარდა.

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ჟურნალისტების და საფეხბურთო ექსპერტების მიერ არის მიჩნეული როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი ნახევარმცველი თქვენ წინაშეა ფრენკ ლემპარდი. თავისი კარიერა ლემპარდმა ვესთ ჰემ იუნაითედში დაიწყო. 1997-98 წლის სეზონში ლემპარდმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო და ვესთ ჰემს დაეხმარა პრემიერ-ლიგაში მე-5 ადგილის დაკავებაში. ეს კლუბისთვის ყველა დროის საუკეთესო რეზულტატი არის. 2001 წელს მისი ტრანსფერი სხვა ლონდონურ გუნდში, ჩელსიში 11 მილიონ ფუნტ-სტერლინგად შედგა. დებიუტიდან ლემპარდმა პრემიერ-ლიგაში 164 შეხვედრა ითამაშა გადაბმულად და ამით პრემიერ-ლიგის რეკორდი მოხსნა. გარდა ამისა, ჩელსის შემადგენლობაში ლემპარდი სტაბილურად იტანდა გოლებს, 2004-05 და 2005-06 გაიმარჯვა პრემირ-ლიგაში, 2007 წელს კი ოქროს დუბლი გააფორმა. ამასთან ერთად, ლემპარდმა 2005 წელს მეორე ადგილი დაიკავა ოქროს ბურთის ნომინაციაზე და ბრაზილიეალ რონალდინიოს 77 ქულით ჩამორჩა. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც გოლიც კი გაიტანა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩელსი პენალტების სერიაში მანჩესტერ იუნაიტედმა (ინგლ. Manchester United) დაამარცხა. იმავე წელს ლემპარდმა გაახანგრძლივა კონტრაქტი ჩელსისთან და იმ დროისთვის პრემიერ-ლიგის ყველა მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა. 2009 წელს ლემპარდმა გუნდთან ერთად მეორეჯერ გაიფორმა ოქროს დუბლი და ფეხბურთის ასოციაციის თასის (ინგლ. FA Cup) ფინალშიც მოახერხა გატანა. ეს სეზონი ლემპარდისთვის ყველაზე კარგი აღმოჩნდა: მან 22 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2012 წელს ლემპარდმა პირველმა აღმართა ჩელსის პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი, როგორც გუნდის კაპიტანმა (ჯონ ტერი დისკვალიფიცირებული იყო). 2013 წელს გუნდთან ერთად გაიმარჯვა ევროპის ლიგაში. უეფას სუპერ თასში ჩელსიმ 2012 და 2013 წელს მარცხი განიცადა: 2012 წელს ატლეტიკოსთან, ხოლო 2013 წელს მიუნხენის ბაიერნთან. ლემპარდმა ჩელსი 2013-14 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. ლემპარდი ასევე არის ჩელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი. ამასთან ერთად ის არის კლუბის საუკეთესო ბომბარდირი 211 გოლით. ლემპარდი არის ერთ-ერთი იმ შვიდი ფეხბურთელიდან, რომელსაც პრემიერ-ლიგაში 150 ან მეტი ბურთი აქვს გატანილი (ამ სიაში ის ერთადერთი ნახევარმცხველია. პრემიერ-ლიგაში საგოლე გადაცემების რაოდენობით მხოლოდ რაიან გიგზს ჩამორჩება. 2005 წელს ლემპარდი გახდა წლის ფეხბურთელი საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით. 2010 წელს მოიგო FWA Tribute Award. კარიერის განმავლობაში ლემპარდმა 13 ტიტული მოიგო. 2005 წლის აპრილში ლემპარდმა გაიტანა ორივე ბურთი ბოლტონის წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა ჩელსის პრემიერ-ლიგაში გამარჯვებას. ლემპარდი 2004-05 წლების პრემიერ-ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ლემპარდის ავტორიტეტი თანდათან უფრო და უფრო იზრდებოდა. 2007-20013 წლებში ის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და გუნდის ღირსებას ღირსეულად იცავდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ მის ანგარიშზე საკლუბო დონეზე ყველა საჭირო ტიტულია, მათ შორის 3 ჯერ ინგლისი , 4 ჯერ ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა.


ამჟამად ჯერარდიც და ლამპარიდც ამერიკის საკლუბო ჩემპიონატში სხვადასხვა კლუბებში ასპარეზობენ.


https://fci.ge/uploads/posts/2016-10/1477747625_steven-gerrard-vs-frank-lampard.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi