FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვარსკლავური ომები : ანუ რას ნიშნავს იყო ინტელექტუალი

30-10-2016
26 კომენტარი

ზინედინ ზიდანი 1972 წელის 23 მაისს საფრანგეთის ქალაქ მარსელში დაიბადა. 14 წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო საფეხბურთო კლუბ კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ არ იყო 17 წლის, შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა ბოჟუარის სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. 1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის ბორდოში, ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსში. იუვეში ის იგებს სერია ა ს და რამდენიმე ევროპულ და იტალიურ ტიტულს. 1998 წელს ზიდანმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო 2000 წელს ევროპის ჩემპიონატი ხოლო 2001 წელს როდესაც რეალში გადავიდა ჩემპიონთა ლიგა. შემდეგი წლები ზიდანი რეალ მადრიდთან ერთან შესანიშნავად თამაშობდა, 2003 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი ხდება. შემდეგ მადრიდის კლუბის ჩავარდის დროება იწყება,რაც ერთი მხრივ გამოწვეული იყო კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის, შეცდომით, მან მწვრთნელი დელ ბოსკე დაითხოვა და გუნდიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების სანაცვლოდ გაუშვა კლუბის იმ დროინდელი კაპიტანი ფერნანდო იერო. ზიდანმა 2006 წელს საფრანგეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეაბიჯა თუმცა თავისი საქციელით უკან გამოაბიჯა. მან გუნდისთვის მნიშვნელოვან მომენტში წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.


ანდრეს ინიესტა 1984 წლის 11 მაისს ესპანეთში დაიბადა. ინიესტა “ბარსელონას” 1996 წელს, 12 წლის ასაკში შეუერთდა. მან თავიდანვე მიიპყრო ბარსას მესვეურების ყურადღება და მისი თამაში თანდთან უფრო გააუმჯობესა. ინიესტას დებიუტი 2002 წლის ოქტომბერში შედგა ჩემპიონთა ლიგაზე სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინდა და დაამტკიცა, რომ ის შანს იმსახურებდა. 2004 წელს ინიესტას ფაქტორი თანდათან უფრო მეტ დატვირთვას იძენდა, მიუხედავად იმისა, რომ ბარსაში დიდი კონკურენცია იყო. ხავის ტრავმის შემდეგ ინიესტას შანსი მიეცა და მან ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა.

მეც კარგად მახსოვს ინიესტას თამაში არსენალის წინააღმდეგ 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაშინ მისმა პასმა თამაშის ბედი გადაწყვიტა. ინიესტამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ბარსელონას და ბარსელონას ფეხბურთელების წარმატება ეს მაშინ როცა ეტოო და მესი უძლურები იყვნენ ხოლო ინიესტამ ერთი დარტყმით ყველა უძლურს აჯობა და გუნდი ფინალში გაიყვანა. ამ გამარჯვებამ ბარსელონას წარმატება განაპირობა, ინიესტამ ამჯერადაც მოიგო ლიგა.

ინიესტა ევროპის თასის მსოფლიო ჩემპიონატის ესპანეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის მფლობელია. ინიესტამ იმაში, რომ ესპანეთს აუხდენელი ოცნება აეხდინა და მსოფლიო მოიგო დიდი წვლილი შეიტანა. მან ზიდანის მსგავსად რომელმაც გამარჯვების გოლები შეუგდო ბრაზილიას, ანდრესმა გამარჯვების გოლი გაუტანა ჰოლანდიას.

https://fci.ge/uploads/posts/2016-10/1477855917_iniestavszidane.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi