FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვარსკვლავური ომები : ანუ რომელს დარჩა კარები ღია ?

4-11-2016
12 კომენტარი

მანუელ ნოიერი გერმანელი ფეხბურთელი გალხავთ, რომელიც 1986 წლის 27 მარტს დაიბადა. ცნობილია შესანიშნავი რეაქციით და ბურთის განაწილების უნარით. არის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ოქროს ხელთათმანის მფლობელი. ნოიერის კარიერა შალკეში დაიწყო, მან საფეხბურთ სკოლაც ამავე კლუბის სახელით გაიარა, მისი დებიუტი 2006 წელს წელს შედგა, როდესაც როსტი დაშავდა. ნოიერს შანსი მიეცა ადგილი დაემკვიდრებია და ეს შეძლო კიდეც. ასევე ადლერის ტრავმის შემდეგ დიდი შანსი გამოიყენა ნოიერმა, მან ეროვნულ ნაკრებში ძირითადი მეკარე ყოფილიყო. გერმანელმა აქაც წარმატებით გაართვა საქმეს თავი. ნოიერი 2011 წელს 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბაიერნს შეუერთდა. აქ უკვე ნოიერის ავტორიტეტი სრულიად საფეხბურთო სამყაროზე გავრცელდა, ნოიერმა შემდეგი ტესტიც წარმატებით ჩაატარა და უკვე ბაიერნში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა. ნოიერის დიდი შრომის შედეგად ბაიერნმა და გერმანიამ უდიდეს წარმატებას მიაღწია. ფეხბურთელს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე უამრავი წარმატება აქვს, ის გუნდის და ნაკრების ლიდერად დღემდე ითვლება და ნებისმიერ თავდამსხმელს დიდ გამოცდას უწყობს როდესაც მათ მის წინააღმდეგ უწევთ თამაში.

ჯანლუიჯი ბუფონი 1978 წლის 28 ნოემბერს იტალიაში დაიბადა. . მისი ბაბუის ძმა იყო ლორენცო ბუფონი, რომელიც ცნობილი მეკარე იყო და გასული საუკუნის 50-იან წლებში „მილანის“ ღირსებას იცავდა. პატარა ჯიჯისაც ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში. საფეხბურთო სკოლაში ის ნახევარდაცვაში თამაშობდა, თუმცა, მისივე თქმით, მალე მობეზრდა გაუთავებელი სირბილი და კარში წყნარად დგომა არჩია. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, სიზარმაცემ ბუფონი კი არ დაღუპა, მსოფლიოში ცნობილ ადამიანად აქცია.მომავალი მეკარის დებიუტი სერია A-ში 1995 წლის ნოემბერში შედგა. მაშინ ბუფონი 17 წლის იყო და „პარმას“ კარს „მილანთან“ მატჩში იცავდა, რომელმაც მანამდე, ერთი წლით ადრე, იტალიის ჩემპიონატსა და ჩემიპონთა ლიგაში გაიმარჯვა. ბუფონი ისეთი დაბნეული იყო, რომ მატჩის წინ თანაგუნდელებთან ერთად ფოტოს გადაღებაც დაავიწყდა. მიუხედავად იმისა, ახალბედა მეკარემ შეხვედრა გოლის გაუშვებლად დაამთავრა. ის მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა. 1999 წლების სეზონში უეფას თასის გათამაშების ფინალში, რომელსაც მოსკოვი მასპინძლობდა, პარმამ „მარსელს“ სძლია და საპატიო ევროპულ საკლუბო ჯილდოს დაეუფლა. გარდა ამისა, ბუფონი პარმასთან ერთად იტალიის თასს და იტალიის სუპერთასს დაეუფლა. საერთო ჯამში მან პარმას მაისური 168 შეხვდრაში მოირგო. ტურინულ კლუბს ბუფონის შეძენა საკმაოდ ძვირი — 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ეს რეკორდული თანხა იყო, რაც კი მეკარეში ოდესმე გადაუხდიათ. ამიტომაც ბუფონიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა, ყველა ნდობის გამართლებას მოითხოვდა, რათა „იუვეს“ მესვეურებს ამხელა თანხა წყალში გადაყრილად არ ჩაეთვალათ.

„იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონმა მალე დაიმკვიდრა ადგილი და გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო სკუდეტო. საგულისხმოა ისიც რომ 2002-2003 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში, „ბებერი ქალბატონის“ კარში მეტოქე გუნდებმა მხოლოდ 26 გოლის გატანა შეძლეს, რაც ცხადია, იუვეს მცველებთან ერთად, მეკარის დამსახურებაც იყო. ამავე სეზონში იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაღწევა მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში ტურინელები „მილანს“ დაუპირისპირდნენ. თამაში ფრედ, 0:0, დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუფონმა თერთმეტმეტრიანების სერიაში ორი პენალტის მოგერიება მოახერხა, საბოლოო გამრჯვება მაინც „მილანს“ დარჩა და ბუფონს მხოლოდ ვერცხლის მედალი ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა, ის სეზონი ტიტულის გარეშე მაინც არ დაუმთავრებია. „იუვენტუსმა“ 2002-2003 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო. მალე ბებერმა ქალბატონმა ოლდ ტრაფორდზე განცდილი მარცხისთვის მინირევანში აუღო „მილანს“. ნიუ ჯერსიში გამართულ იტალიის სუპერთასის გათამაშებაში იუვემ „მილანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ამ მატჩშიც ტურინელთა გოლკიპერმა ბრწყინვალედ ითამაშა. საერთო ჯამში მთელი სეზონი ბუფონმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამიტომაც იმ წლის ჩემპიონთა ლიგის გალა დაჯილდოებაზე არამარტო საუკეთესო მეკარედ, არამედ ყველაზე სასარგებლო მოთამაშედაც დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალზე გოლკიპერმა განაცხადა: ჩემი ჯილდო მთელი „იუვენტუსის“ დამსახურებაა და ტურინული კლუბი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერებული წარდგება საფეხბურთო სამყაროს წინაშეო.

თუმცა მეკარის იმედები არ გამართლდა, მომდევნო სეზონი კლუბმა ტიტულის გარეშე დაამთავრა, შემდეგ კი დიდ სკანდალში გაეხვია და მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. „იუვენტუსს“ გარიგებულ მატჩებში დასდეს ბრალი და სერია ბ-ში დააქვეითეს. კლუბი ისეთმა წამყვანმა ფეხბურთელება დატოვეს, როგორიცაა ზლატან იბრაგიმოვიჩი, ფაბიო კანავარო და სხვები. ბუფონმაც არაერთი შეთავაზება მიიღო, თუმცა კლუბში დარჩენა და სერია A-ში გადასვლაში დახმარება გადაწყვიტა.

ბუფონმა და „იუვენტუსმა“ წარმატებას კვლავ მიაღწიეს 2012 წელს, როცა კლუბი ჩემპიონატში დამარცხების გარეშე, რამდნიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ გახდა იტალიის ჩემპიონი. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია ნიჭიერი მეკარე და ის 1996 წელს კონტინენტის პირველობაზე წაიყვანეს თანატოლ ახალგაზრდებთან ერთად, რომელთა შორის ალესანდრო ნესტა, ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო დელ პიერო იყვნენ. ბუფონმა პირველად ითამაშა იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში მომდევნო წელს, 1997 წლის ოქტომბერში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაში. მაშინ იგი 19 წლის იყო. შეხვდრისას ტრავმა მიიღო ნაკრების ძირითადმა გოლკიპერმა ჯანლიუკა პალიუკამ, მის ნაცვლად კი ბუფონი შევიდა.

ბუფონი ნელნელა ნაკრების ძირითად მეკარედ ყალიბდებოდა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთშიც წაიყვანეს, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ შეუდარებელი იყო ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძირითად მეკარედ სწორედ ბუფონი უნდა წასულიყო, თუმცა ზუსტად ჩემპიონატის მოსამზადებელ შეხვედრაში ხელი მოიტეხა და მის ნაცვლად ძირითად მეკარედ ახალგაზრდა ფრანჩესკო ტოლდო იქცა, რომელმაც შანსი გამოიყენა და ფანტასტიკური შეხვდრები ჩაატარა. ბუფონმა სანაკრებო კარიერა წარმატებულად გაიერა რაც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატზეც დადასტურდა.


https://fci.ge/uploads/posts/2016-11/1478340735_bufoni-vs-noieri.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi