FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გავიხსენოთ იარი ლიტმანენი

24-12-2016
2 კომენტარი

იარი ლიტმანენი 1971 წლის 20 თებერვალს ფინეთს ქალაქ ლახტში დაიბადა. ლიტმანენი ფინეთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი. ლიტმანენი ცხრაჯერ იყო დასახელებული ფინეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო 1995 წელს დაასახელეს ფინეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად, იგი ერთადერთია ფინელ ფეხბურთელებს შორის, სამი ჰიუპიასთან ერთად, ვინც ეს აღიარება მოიპოვა.


საკლუბო კარიერის განმავლობაში ლიტმანენმა ათი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში იასპარეზა, მათ შორის ევროპული ფეხბურთის ისეთ გრანდებში, როგორებიც არიან — ბარსელონა, ლივერპული და აიაქსი. სწორედ ჰოლანდიურ აიაქსში გაატარა ლიტმანენმა კარიერის უდიდესი ნაწილი, სადაც მოიპოვა მსოფლიო აღიარება და უამრავი ტიტული მოიპოვა. იგი აიაქსის შემადგენლობაში ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 1993–1994 წლების სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1995 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, 1996 წელს კი — ფინალში იასპარეზა, 1995 წელს გახდა ევროპის სუპერთასის და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული, ამავე წელს დასახელებული იყო ოქროს ბურთის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში.


https://fci.ge/uploads/posts/2016-12/1482659437_jari-litmanen.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi