FCI.ge
FCI.ge
დე როსი იუვეს დამარცხებისთვის ემზადება |
რომას ვიცე-კაპიტანი დანიელე დე როსი იუვენტუსთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. ამ მატჩში მისი გუნდი 3 ქულის აღებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში "მგლები" მესამე საფეხურზე აღზევდნენ, რომლიდანაც სწორედ "ბიანკონერი" ჩამოაქვეითეს. "ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ორივე გუნდისთვის. ჩვენ რაღა თქმა უნდა მოსაგებად გავალთ. სისულელე იქნება, რომ ვთქვა რომ წელს ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოგებაა. სამწუხაროდ ეს არ არის ჩვენი პრიორიტეტი. აი სამეულში მოხვედრა კი უკვე სხვა საქმეა!"-განაცხადა დე როსიმ.