FCI.ge
FCI.ge
ნისტელროი: ტრავმებმა კარიერა დამინგრიეს |
სამეფო კლუბის ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, ინგლისურ პრემეირ ლიგაში ტრანსფერი გამორიცხა, ნისტელროის აგენტის განცხადებით ვეტერანი ჰოლანდიელი არა თუ ინგლისში, არამედ არსად გადასვლას არ აპირებს. "მან ტრავმების გამო მრავალი თამაში გამოტოვა, ნისტელროი, როდესაც მოედანზეა, გოლს მუდმივად იტანს, თუმცა ტრავმებისგან გაწამებულმა უკვე ბევრჯერ დაკარგა ძირითადში ადგილი. ამ ეტაპისთვის ჩვენ ტოტენჰემი უარით გავისტუმრეთ." - განაცხადა როჯერ ლინსმა.
თვითონ ჰოლანდიელი კი ესპანურ მედიასთან აცხადებს, რომ ის იმედს მაინც არ კარგავს: "რელაში ძალიან კარგი სტარტი მქონდა, გავიტანე ბევრი ბურთი და ბრწყინვალე სეზონი გამომივიდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მუდმივმა ტრავმებმა ფაქტიურად კარიერა დამინგრიეს, ყოველთვის როდესაც შანსი მომეცემა შევეცდები კვლავ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები" - რუდ ვან ნისტელროი.