FCI.ge
FCI.ge
დაჩია 2:0 ზესტაფონი |
დაჩია 2-0 ზესტაფონი
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი.
მოლდოვა, კიშინოვი.
შემადგენლობები:
პირველი მატჩი ზესტაფონს და დაჩიას შორის, ზესტაფონში გაიმართა და მასპინძლებმა 3-0 იმარჯვეს. დღეს კი განმეორებით მატჩში ქართველებმა 2-0 მარცხი განიცადეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდნენ.
პირველ ტაიმში უპირატესობას მოლდოველები ფლობდნენ. მატჩის მეოცე წუთზე კი პოპოვიჩმა ანგარიში გახსნა 1-0.
მეორე ნახევრის 65-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბირტმა ღონღაძეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.
მატჩის 90-ე წუთზე კი მსაჯის შეცდომა აშკარა იყო,მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა ქართველების კარის მიმართულებით, თუმცა ზესტაფონის მცველმა წესების სრული დაცვით ითამაშა. ანგარიში კი 2-0 გახდა.
მატჩის შემდგომ კი გასახდელში ნამდვილი რინგი გაიმართა, რომელშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები დაშავდნენ. ზესტაფონელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები ნაცემები არიან.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.