FCI.ge
FCI.ge
დინამო 5:0 ლანელი |
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი: "დინამო" – "ლანელი". პირველი მატჩი "დინამოს" 1:2 ჰქონდა წაგებული, ამიტომ ქართველებს აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდათ. "ბორის პაიჭაძის" სახელობის სტადიონზე მისულმა ხალხმა "დინამოს" მხრიდან ნამდვილი სანახაობა იხილა! შესანიშნავად ითამაშეს "დინამოს" ლეგიონერებმა და სწორედ მათ მიუძღვით უდიდესი წვრილი ამ შესანიშნავ გამარჯვებაში! ანგარიში მე–7 წუთზე ხისკო მუნიოსმა გახსნა, მე–11–ე წუთზე მეორე ესპანელმა, იაგუემ გამოიჩინა თავი. 27–ე წუთზე ბრაზილიელმა რობერტინიომ გაიტანა მესამე გოლი, 51–ე წუთზე კი "ექს–ვალენსიელმა" ხისკომ ოთხამდე გაზარდა სხვაობა. 55–ე წუთზე მესამე ესპანელმა კოტომაც გაიტანა თავისი გოლი. ამის შემდეგ "დინამომ" მეტოქეს აღარ შეუტია და ძალების დაზოგვით ამავე სხვაობით დაასრულა მატჩი. ერთთადერთი სამწუხარო ისაა, რომ ტრამვა მიიღო კაკუბავამ, 25–ე წუთზე ის ჰომოლამ შეცვალა. მაშ ასე, "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა! მეტოქე კი ისლანდიური "რეიკიავიკია". თბილისელები პირველ შეხვედრას 28 ივლისს სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო განმეორებით მატჩი 4 აგვისტოს, ეროვნულ სტადიონზე შედგება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.