FCI.ge
FCI.ge
გაგრა 2:0 ანორთოსისი |
სამწუხაროდ ტურნირს გამოემშვიდობა "გაგრა" . ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ სამბურთიანი ფორის ამოქაჩვა ვერ შეძლეს, რაც ნამდვილად არაა გასაკვირი, რადგან მეტოქე საკმაოდ ნოემალური გუნდი იყო. ანგარიში მეექვსე წუთზე გაბედავამ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი ტყეშელაშვილმა გაიტანა მეორე გოლი. "გაგრას" ერთი გოლიღა უნდოდა, რომ დამატებით დროში გადაეყვანა თამაში, მაგრამ სამწუხაროდ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. სამი ქართული კლუბი განაგრძობს ევროსარბიელზე თამაშს, "გაგრა" კი ღირსეულად ემშვიდობება ტურნირს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.