FCI.ge
FCI.ge
კასორლა “მალაგაში” გადასვლას ადასტურებს |
უახლოეს მომავალში “ვილიარეალის” ნახევარმცველი სანტი კასორლა გუნდს დატოვებს და ანდალუსიაში გადაბარგდება. საქმე ისაა, რომ “მალაგამ” უკვე შეათანხმა “ყვითლებთან” ყველაფერი და კასორლაში 22 მილიონ ევროს იხდის. “ვილიარეალმა ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა გაყიდოს ვინმე და ეს მე ვიქნები. ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია,”–განაცხადა 26 წლის ნახევარმცველმა. სანტი კასორლას “მალაგაში” მისი ყოფილი მწვრთნელი პელეგირინი ელოდება, რის გამოც ის ძალიან გახარებულია. “მალე ახალი ეტაპი დადგება ჩემს ცხოვრებაში,”-დაამატა მან.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.