FCI.ge
FCI.ge
"ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა |
ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, "შტურმი" – "ზესტაფონი". თბილისური შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ "ზესტაფონს" დიდი უპირატესობა ჰქონდა. ეს შეხვედრაც იმერლების აქტიურობით დაიწყო, თუმცა ჩვენებს მომენტების დაბოლოება ძალიან უჭირდათ, ალბათ სწორედ ესაა "ზესტაფონის" მთავარი ნაკლი და მიზეზი იმისა, რომ "ზესტაფონმა" ეს ბარიერი ვერ გადალახა. კარგი მომენტი ჰქონდა ნიკოლოზ გელაშვილს, თუმცა მან მცირედით ააცილა, შოთა გრიგალაშვილის დარტყმული კი მეკარემ უკუაგდო. მეორე ტაიმში ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ თორნიკე აფციაურსა და ნიკოლოზ გელაშვილს თუმცა მათ დარტყმულს სიზუსტე აკლდა, მომენტები ჰქონდათ შოთა გრიგალაშვილსა და ჯაბა დვალს, მაგრამ მათ რატომღაც კარში დარტყმას გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება არჩიეს და ბურთი დაკარგა. "შტურმმა" იმერლებს მომენტების განიავება არ აპატია . 68 წუთზე კიენასტმა ონიანი პატარა ბავშვივით მოატყუა და კვასხვაძეს ოსტატურად გადაუგდო ბურთი. ამის შემდეგ "ზესტაფონი" კიდევ უფრო შეეცადა გოლის გატანას , მაგრამ აღარაფერი გამოუვიდა, მეტიც ავსტრიელებს უკეთესი მომენტები ჰქონდათ ბოლოსკენ.ამრიგად "ზესტაფონი" ღირესულად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ გულდასაწყვეტი ისაა,რომ არამედ "შტურმმა" აჯობა იმერლებს, არამედ საკუთარი უაზრო შეცდომებით გამოუტანეს თავის თავს განაჩენი იმერლებმა. შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონმა" ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. კლუბი მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.