FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ზესტაფონი 3:3 ბრიუგე

18-08-2011
118 კომენტარი

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, "ზესტაფონი" – "ბრიუგე". მატჩი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, "ბორის პაიჭაძეზე" შეკრებილმა ქომაგებმა ნამდვილი საფეხბურთო ტრილერი იხილეს. პირველ რიგში სათქმელია, რომ იყო საშინელი მსაჯობა. ნიკოლოზ გელაშვილის დატყმულს ჯაბა დვალი ამატებდა და აუცილებლად გაიტანდა, მაგრამ "ბრიუგეს" მეკარე უხეშად ჩაუვარდა ფეხებში დვალს. დარღვევა აშკარა იყო, მაგრამ მსაჯმა ეს დარღვევა ვერ ან არ დაინახა. 27 წუთზე კი აკპალამ აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან ანგარიში გახსნა. 30 წუთზე რაფაელოვმა ანგარიში გააორმაგა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეეორე ტაიმში კი "ზესტაფონმა" შესანიშნავი ფეხბურთი შემოგვთავაზა! 59 წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა გაქვითა ერთი ბურთი, 64 წუთზე კი ჯაბა დვალმა ულამაზესი გოლი გაიტანა. 73 წუთზე "ზესტაფონს" არ გაუმართლა. როინ კვასხაძე გამოსვლა შეცდა, ჩავარდა დაცვაც და ჰოეფკენსმა 2:3 გახადა ანგარიში. "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა მოახერხეს და მაინც გაათანაბრეს ანგარიში! 84 წუთზე თორნიკე აფციაურმა შესანიშნავად ითამაშა, თანაგუნდელს გარჯა ნიკოლოზ გელაშვილმა დაუფასა და დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ დანარჩენი დრო "ზესტაფონმა" მთლიანად შეტევებში გაატარა, მაგრამ იმერლებს აშკარად არ გაუმართლად. თამაშით კი აშკარად გამოჩნდა, რომ "ზესტაფონი" "ბრიუგეს" აშკარად აღემატებოდა. წესიერი მსაჯობის პირობებში "ზესტაფონელები" ნამდვილად მოახერხებდნენ გამარჯვებას! წინ მძიმე თამაშია ბელგიაში, მაგრამ "ბრიუგე" ის მეტოქე არაა, რომლის გამოგდება შეუძლებელია . ეს დღევანდელ თამაშშიც კარგად გამოჩნდა! იმედია ბელგიაში წესიერი მსაჯობა იქნება!


https://www.fci.ge/uploads/posts/2011-07/1309818210_fc-zestafoni.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi