FCI.ge
FCI.ge
აეკი 1:0 დინამო |
ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, "აეკი"–"დინამო თბილისი". მატჩმა დაძაბულად , ნელ ტემპში ჩაიარა. საგოლე მომენტები თითქმის საერთოდ არ ყოფილა. 85 წუთი ძალიან ნელ თამაშში მიიწურა. უკვე მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდებოდა, 87 წუთზე ხოსე კარლოსმა მცველების შეცდომით ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. გაშვებულმა გოლმა თბილისელები ძალიან დააბნია. "დინამომ" მეტოქეს შტურმი ვერ მოუწყო. უფრო მეტიც, "დინამომ" მეორე გოლი გაუშვა, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა. ამრიგად , თბილისში კლუბს აუცილებლად მოგება ესაჭიროება. ობიექტურად, რომ ვიმსჯელოთ, "დინამოს" ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი "ბორის პაიჭაძეზე" 25 აგვისტოს გაიმართება. იმედია მაყურებელი მრავლად იქნება...
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.