FCI.ge
FCI.ge
მილანს ბარსელონასთან იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარება |
მასიმილიანო ალეგრის "მილანი" საკადრო პრობლემებით დაუპირისპირდება ხვალინდელ შეხვედრაში "ბარსელონას".
ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ტრავმა დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო. იბრას დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
იტალიურ კლუბს "ბარსელონასთან" შეხვედრაში ვერც რობინიო და ჯენარო გატუზო დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ ალეგრიმ "მილანის" საჩემპიონთალიგო განაცხადში არ შეიყვანა ფილიპო ინძაგი, ამგვარად ალეგრის განკარგულებაში 2 ფორვარდიღა რჩება, ანტონიო კასანო და ალესანდრე პატო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.