FCI.ge
FCI.ge
"არსენალს" "დორტმუნდთან" რემსი და როსიცკი დააკლდება |
ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "არსენალს" აარონ რემსი და ტომაშ როსიცკი ვერ დაეხმარებიან. მათ ამ კვირაში მიიღეს ტრავმები და გუნდის 18 კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, განაცხადშია კლუბის ყველა ახალწვეული. გარდა ამ ორი მოთამაშისა, "არსენალს" დააკლდებიან, ჯეკ უილშირი და ტომას ვერმაელენი. ხვალინდელ მატჩში სათადარიგო სკამზე ჯდომის უფლება არ ექნება არსენ ვენგერს, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი. შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდი" – "არსენალი" 13 სექტემბერს თბილისის დროით 22:40 გაიმართება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.