FCI.ge
FCI.ge
ბერბატოვი მილანისთვის ემზადება |
მანჩესტერის ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ ამბიციურათა და ოპტიმისტურად ბრუნდება. ორ ფინალში დამარცხებული ფეხბურთელი მიმდინარე წელს არ აპირებს კვლავ ტიტულის დაკარგვას. ბულგარელისა და მისი კლუბის პირველი დაბრკოლება მილანი იქნება. "მე მითამაშია ყველა დიდი კლუბის წინააღმდეგ მილანის გარდა. ძალიან აღელვებული ვარ და მოუთმენლად ველი იტალიელებთან შეხვედრას. ეს იქნება ორი უდიდესი თამაში. ბევრს მიაჩნია, რომ ორივე კლუბი არ იმყოფება ისეთ ფორმაში როგორიც მათ შეეფერებათ. მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ხომ მხოლოდ საუკეთესოები თამაშობენ. ფავორიტის გამოყოფა კი ძალიან მიჭირს. ბავშვობაში მე სწორედ მილანის ფანი ვიყავი. ჩემი კუმირი მარკო ვან ბასტენი იყო და მე ვოცნებობდი სან სიროზე თამაშს. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა."-განაცხადა მანჩესტერელთა მე-9 ნომერმა.