FCI.ge
FCI.ge
''ყურადღება გვმართებს'' |
დღეს მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ფრანგულ ლიონს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ მადრიდელები უკანასკნელი რამდენიმე სეზონის განმავლობაში მეოთხედფინალს ვერ აღწევენ. აღნიშნული მატჩი შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელისათვის. შეხვედრა განსაკუთრებული იქნება "ბლანკოსის" ფრანგი თავდამსხმელისათვის კარიმ ბენზემასთვის, რომელიც რელაში სწორედ რომ ლიონიდან გადავიდა. ფეხბურთელმა ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუ მისცა: "ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ როგორც სასტარტოში სათამაშოდ ასევე ბოლო 30 წუთისათვის. იმედი მაქვს ლიონში კარგად მიმიღებენ. ჩემს მეგობრებს შევხვდები, თუმცა რაც მნიშვნელოვანია ეს თავად შეხვედრაა. მოხარული ვარ ამ ქალაქში დაბრუნებით. ოლიმპიკი მნიშვნელოვან შეხვედრებს ყოველთვის მზად ხვდებოდა. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ გუნდს ამჟამად პრობლემები აქვს და დაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღებით უნდა ვიყოთ. Lloris-ი კარგი მეკარეა და გოლის გატანა გაგვიჭირდება, Gomis-ი და Lisandro-ი კი შეტევაში ძლიერები არიან. მათ გვერდით თამაში სიამოვნებას მომანიჭებდა."