FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

დღის გამარჯვებულები

17-02-2010
0 კომენტარი

დღეს საღამოს განახლდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. გაიხსნა ორი მატჩით, რომლებიც უდიდეს ინტერესს იწვევდნენ. ორივე მათგანს შეგვიძლია ცენტრალური მატჩის სახელი ვუწოდოთ. მაგრამ მაინც მილანი-მანჩესტერი უფრო გამორჩეული იყო.

თამაში მილანელთა სრული უპირატესობით დაიწყო რის შედეგადაც იტალიელებმა მატჩის დებიუტშივე გახსნეს ანგარიში. ევრას უხეირო მოგერიებით რონალდინიომ ისარგებლა და გოლი გაიტანა. იტალიელელბს აგრეთვე ჰქონდათ სხვაობის გაზრდის რამოდენიმე შანსი, მაგრამ მანჩესტერელთა კარის დარაჯი ედვინ ვან დერ საარი ბრწინვალედ თამაშობდა. პირველი ნახევრის ბოლოსთვის ვეტერანმა პოლ სქოულზმა აღადგინა წონასწორობა, რის შედედაგაც მეორე ტაიმში ყველაფერი თავიდან დაიწყო. მაგრამ არა ისე როგორც პირველ ნახევარში.

მეორე ტაიმის დასაწყისი ინგლისელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ისეთი შეგრძნება იყო, რომ მილანელები გაშვებული გოლის შემდეგ სტადიონზე დაიკარგნენ, მანჩესტერელები კი მთლიანად დაეუფლნენ ცენტრს და თავისუფლად ბურთს გადაადგილებდნენ, რასაც უეინ რუნის ორი გოლი მოჰყვა. ჯერ იყო და შეცვლაზე შემოსულმა ვალენსიამ  ბურთთან პირველივე შეხებით რუნის საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო შემდეგ კი ფლეტჩერმა ასევე ყოველგვარი ბრძოლის გარეშე, მარტივად და აუღელვებლად რუნის დუბლის შესრულებაში დაეხმარა. თამაშის ბოლოს ასევე შეცვლაზე შემოსულმა ზეედორფმა ეფექტური დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და იტალიელები გამოაცოცხლა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად. მანჩესტერმა დღეს ბრწინვალე 3 ქულა მოიპოვა და ფაქტიურად ერთი ფეხით შეაბიჯა 1/4 ფინალში.

 

მეორე მატჩში კი ერთმანეთს "ორი ძველი მეგობარი" დაუპირისპირდა. ლიონი-რეალის დაპირისპირებაში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გამარჯვებულები სულ ფრანგები გამოდიან. იგივე იყო დღესაც, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. ყველაფერს წერტილი სანტიაგო ბერნაბეუზე დაესმება, სადაც რეალი შეეცდება უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას, ლიონის დამარცხების სახით.

მატჩის გმირი კი ერთადერთი გოლის ავტორი მაკუნი აღმოჩნდა. სწორედ მისმა ბრწინვალე დარტყამ მოუტანა ფრანგებს გამარჯვების სიხარული.

https://www.fci.ge/uploads/posts/2010-02/1266360241_legue.jpg
მწვანე ზონა
navige
saitebi