FCI.ge
FCI.ge
არსენალი ლიგაზე პრობლემებით ბრუნდება |
ლონდონის არსენალის შემადგენლობა პორტოს წინააღმდეგ არ არის ისეთი როგორიც არსენ ვენგერს სურდა. ტრავმიანობის გამო ფრანგ სპეციალისტს მოუწევს რამოდენიმე როტაციისა და შეცვლის გაკეთება სასტარტო თერთმეტეულში.
არშავინი, სონგი, ედუარდო, გალასი, ალმუნია. ისინი ლონდონში დარჩნენ. ვენგერი პორტუგალიელთა წინააღმდეგ ვეტერანი სოლ კემბელის ძირითადში დაყენებას აპირებს, რომელსაც ვერმალენი შეუწყვილდება.
"როდესაც არ გყავს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 5 ფეხბურთელი, რთულია რაიმე პროგნოზების გაკეთება."-განაცხადა ფრანგმა "Sky Sports"-თან საუბარში.
"კემბელი მეოდანზე იქნება. სხვა შემთხვევაში დაცვის ცენტრი ცარიელი იქნება. ამ სირთულეების მიუხედავად რა თქმა უნდა მოსაგებად გავალთ."