FCI.ge
FCI.ge
''თამაშგარე სათადარიგო სკამიდან დავინახე'' |
გუშინ ბავარიელთა და ფლორენციელთა დაპირისპირება გერმანიაში მასპინძლების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. შეხვედრის ბოლო წუთებზე არბიტრმა მიუნხენელებს თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი ბურთი ჩაუთვალა. მომხდარზე ფირენტინელმა მონტოლივომ Rai Sport-თან იასუბრა: "ჩვენ ის თამაში ვითამაშეთ, რომელიც გვსურდა, თუმცა საწყენია როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ხანდახან ასეთი რამეებიც ხდება. თამაშგარე სათადარიგო სკამიდანაც კი დავინახე. ჩვენ კვლავინდებურად შემდეგ ეტაპზე გასვლაზე ვფიქრობთ, კიდე უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა რომ არა მსაჯები."