FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ინტერი კვლავ დასაჯეს

23-02-2010
0 კომენტარი

სამპდორიასთან მატჩის დროს უმსგავსო საქციელის გამო ჟოზე მოურინიო კვლავ დასაჯეს. ამჯერად დისკვალიფიკაცია 3-მატჩიანია.

ზემოთ ხსნებული თამაშში "ნერიაძურის" შეხვედრის პირველ ნახევარში ივან კორდობა და ვალტერ სამუელი გაუძევეს მოედნიდან. პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა "ხელების დაბმის" ჟესტით  გამოხატა თავისი პროტესტი მსაჯის წინააღმდეგ. ეტოოს წაქცევისთვის არ დანიშნულმა პენალტმა კი მოურინიოში ხმამაღალი ირონიული სიცილი გამოიწვია.

ამ ყველაფრის გამო შავ-ლურჯები 3 თამაშს თავისი მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაატარებენ სერია ა-ში. თავად მოურინიოს კი 40 000 ევროს გადახდა მოუწევს.

ინტერის დასჯა მხოლოდ მწვრთნელით არ შემოიფარგვლება. მოედნიდან გაძევებულ კორდობასა და სამუელს კამბიასოსა და მუნტარის დისკვალიფიკაციები დაემატა.

არგენტინელი და განელი სამპდორიელ ფეხბურთელებთან კონფლიკტის გამო 2 მატჩს გამოტოვებენ.

https://www.fci.ge/uploads/posts/2010-02/1266877060_jose.jpg
მწვანე ზონა
navige
saitebi