FCI.ge
FCI.ge
''ახალ კონტრაქტს თამაშით მოვიპოვებ'' |
ვარჯიშის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გონსალო იგუაინმა AS-ის ჟურნალისტებთან ისაუბრა: "ორივე ტურნირის მოგება ახდენილი ოცნებასავით იქნებოდა ჩვენთვის. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს ვილიარეალთან, ამაზე არ ღირს ამდენი საუბარი, უბრალოდ ალონსოს სურდა თავისი პირველი გოლი გაეტანა და სულ ესაა. რო შემეძლოს მეც დავარტყამდი, თუმცა გუნდში გვყავს კარგი შემსრულებლები კაკას, კრისტიანოს, ალონსოს და რაულის სახით. სურვილი მაქვს "პიჩიჩის" ჯილდო მოვიგო, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ისევ გავიტანე გოლები და ძალზედ გახარებული ვარ. რაც მადრიდში ვიმყოფები ეს ჩემი საუკეთესო სეზონია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. გუნდი კარგად თამაშობს და ვიმედოვნებ, რომ პრიმერადივიზიონში ჩვენს წარმატებულ გამოსვლას ლიონთან შეხვედრაში გამოვაჩენთ. ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეეხება ამაზე ნაკლებად ვნერვიულობ, რადგანაც მჯერა, რომ ის მოედანზე მოიპოვება და მეც ვეცდები ამას ჩემი თამაშით მივაღწიო."