FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

1/8 ფინალი ინტრიგას გვიტოვებს

25-02-2010
0 კომენტარი

დღევანდელ საღამოს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ბოლო ორი თამაშიც. დასრულდა ისე რომ წინ დაგვიტოვა უდიდესი ინტრიგა. რა თქმა უნდა ყოველთვის ყველაფერი სწორედ განმეორებით თამაშში წყდება, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ გარდამტეხი სწორედ პირველი შეხვედრა აღმოჩნდეს. დღევანდელმა საღამომ სწორედ ესეთი ემოციები დაგვიტოვა.

სერია ა-სა და პრემიერლიგის ლიდერების ბრძოლაში მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. უკვე მე-3 წუთზე შავ-ლურჯები გატანილ გოლს ზეიმობდნენ. ამის შემდეგ ლონდონის ჩელსიმ გამოავლინა თავისი საჩემპიონო ხასიათი და მოედნის ცენტრს მთლიანად დაეპატრონა, თუმცა გოლის გატანა ვერ ხერხდებოდა. პირველი ტაიმში ანგარიში მილიტოს სწრაფი გოლის შემდეგ აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევრის დებიუტშივე ლონდონელებმა შესძლეს წონასწორობის აღდგენა. გოლი კალუს ანგარიშზეა. თუმცა ზუსტად 3 წუთში კამბიასომ "არისტოკრატებს" სიხარული მწუხარებათ უქცია თავისი ეფექტური დარტყმით და ტაბლოზე უკვე ანგარიში 2:1 ციმციმებდა. მეორე ტაიმში კიდევ ბევრი იყო დასამახსოვრებელი. კვლავინდებურად უტევდნენ ლონდონელები, ძალზედ სახიფათოდაც, თუმცა არც მასპინძლები ჩამოუვარდნენ სტუმრებს.

დღეს გამარჯვებული ინტერი აღმოჩნდა, მაგრამ სტემფორდ ბრიჯზე რომ ჩვენ ახალ ჩელსის ვიხილავთ ეს უდავო იქნება.

ამ მატჩის დაწყებამდე შედგა კიდევ ერთი 1/8 ფინალის მატჩი ცსკა-სევილია, რომელიც დასრულდა ანგარიშით 1:1. როგორც ხედავთ ინტრიგა ამ წყვილშიც შენარჩუნებულია, როგორც პრინციპში ყველა სხვა ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში.

https://www.fci.ge/uploads/posts/2010-02/1267050322_milito.jpg
მწვანე ზონა
navige
saitebi