FCI.ge
FCI.ge
თამაშგარე მდგომარეობის (Offside) წესი გაუქმდება?! |
Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმადაც FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი შეხვდა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ლეანდრო ნეგრეს. კოლეგებმა მიმოიხილეს თუ როგორ მოხდა 1998 წელს ჰოკეიდან თამაშგარე მდგომარეობის ამოღება და რა შედეგები მოუტანა გადაწყვეტილებამ აღნიშნულ სპორტს. ბევრის აზრით თამაშგარე მდგომარეობის წესის გაუქმებამ ჰოკეი გულშემატკივართათვის კიდევ უფრო მიმზიდველ სპორტად გადააქცია. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი: "ზეპი უამრავ შეკითხვას მისვამდა თუ რამდენად წარმატებული გამოდგა თამაშში შეტანილი ცვლილება, თუმცა საკუთარ გეგმებზე არ უსაუბრია. მომეჩვენა, რომ ბლატერი სერიოზულად დაინტერესებული იყო იმ გზებითა და პროცედურებით, რომლებმაც ამ წესის გაუქმებასთან მიგვიყვანეს."