FCI.ge
FCI.ge
პატო მანჩესტერთან არ ითამაშებს ?! |
გასულ უიკ-ენდზე მილანმა ატალანტა დაამარცხა ანგარიშით 3:1. ამ მატჩში ტრავმა მიიღო "როსონერის" შემტევმა ალეშანდრო პატომ და შესაცვლელი შეიქმნა. მედიკოსების განცხადებით ბრაზილიელს აღდგენისთვის 7-10 დღე დასჭირდება.
თავდაპირველად ვარაუდობნდნენ, რომ დაზიანება უფრო სერიოზული იქნებოდა. თუმცა საბედნიეროდ ეს ასე არ აღმოჩნდა.
"ტრავმის გამო პატო გამოტოვებს სერია ა-ს მატჩს რომას წინააღმდეგ. შეძლებს თუ არა იგი 10 მარტისთვის მომჯობინებას უცნობია."-იუწყება მილანის ოფიციალური ვებ გვერდი.
ამ დღეს კი მილანი ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერს შეებრძოლება ჩემპიონთა ლიგის 1/4 საგზურის მოსაპოვებლად. პირველი მატჩი სან-სიროზე 2:3 დასრულდა ინგლისელთა სასარგებლოდ.