FCI.ge
FCI.ge
''რეალს საკუთარი თავის სჯერა, ჩვენ - ჩვენი'' |
დღეს მადრიდის რეალი ლიონის ოლიმპიკს უმსპინძლებს. ფრანგებს პირველი შეხვედრა სახლში 1-0 აქვთ მოგებული და მადრიდელებს მხოლოდ გამარჯვება მისცემთ ხელს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. რეალის ფეხბურთელებმა პრიმერადივიზიონში ბოლო რამოდენიმე ტურში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს და ოლიმპიკთან მატჩისათვის გულშემატკივარს შთამბეჭდავ თამაშსა და გამრჯვებას დაჰპირდნენ. ამასთან დაკავშირებით ლიონის მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ეს ჩემზე არ მოქმედებს, წინასამატჩო განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პასუხი მოედანზე იქნება, მადრიდელებს საკუთარი თავის სჯერათ, ჩვენ კი - ჩვენი თავის. ამჟამად 1-0 ვიგებთ, ვიცით, რომ რეალს ბევრი გოლის გატანა შეუძლია, ჩვენც გოლის გატანაზე უნდა ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ."