FCI.ge
FCI.ge
რეალი ისევ მერვედფინალიდან ეთიშება |
ლიონმა კვლავ გამოთიშა ჩემპიონთა ლიგას მადრიდის რეალი, უკვე რთულია იმის დათვლა თუ რამდენი წელია მადრიდელები ლიგას მერვედფინალიდან ემშვიდობებიან, რთულია ასევე იმის დათვლა თუ რამდენი მწვრთნელი ან ფეხბურთელი გამოცვალა სამეფო კლუბმა სანატრელი შედეგისთვის ? მას შემდეგ რაც რეალი ესპანური ლა ლიგის სიას ჩაუდგა სათავეში, ყველას სწამდა, რომ ლიონთან ეს უხერხული ტრადიცია ახლა მაინც დაირღვეოდა, არადა ყველაფერი სწორედ ასეთი სცენარით დაიწყო, რონალდოს სწრაფი გოლი და მადრიდელების მრავალი საგოლე მომენტი, მოკლედ პირველი ტაიმი საფემო კლუბმა დაიპყრო, თუმცა რა მოხდა მეორე ტაიმში? როგორც აღმოჩნდა, მადრიდელები ჯერ კიდევ ვერ პოულობენ თავის თამაშს, მეორე ტაიმში გამოსული რეალი თავის თავს არ ჰგავდა, მთლიანად დაიკარგა ცენტრი და უპირატესობას უკვე ფრანგები დაეუფლენ... ლიონის ოლიმპიკმა, უსუსური პირველი ტაიმის შემდეგ, მოიკრიბა დარჩენილი ძალა და ბერნაბეუზე ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. უფრო მეტიც, თამაშის დასასრულს გამარჯვების მოპოვებაც კი შეეძლოთ, თუმცა ლისანდრო ლოპესმა რეალური მომენტი ხელიდან გაუშვა.