FCI.ge
FCI.ge
სენსაციების გარეშე! |
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის უკანასკნელმა დღემ ყოველგვარი სენსაციების გარეშე ჩაიარა. როგორც მოსალოდნელი იყო ლიგის შემდეგ ეტაპზე კატალონიის ბარსელონა და ბორდო გავიდნენ. დაწყებისთანავე ორივე თამაშში ანგარიში მასპინძლებმა უმალვე გახსნეს, რითაც ყველას დაუმტკიცეს, რომ წყვილის ჭეშმარიტი ფავორიტები სწორედ ისინი იყვნენ. კატალონიელებმა "ნოუ კამპზე" შტუტგარტი მიიღეს და გერმანელები გამანადგურებელი ანგარიშით (4-0) დაამარცხეს, ხოლო რაც შეეხება ბორდოს, მათ ოლიმპიაკოსი (2-1) დაამარცხეს.