Fci.ge

''მთავარია სტუმრად გოლი გავიტანოთ!''


30-03-2010

''მთავარია სტუმრად გოლი გავიტანოთ!''

"მანჩესტერმა სტუმრად აუცილებლად უნდა გაიტანოს" ასე დაიწყო თავისი ინტერვიუ მანჩესტერის შოტლანდიელმა დამრიგებელმა სერ ალექს ფერიუსონმა, რომელიც დარწმუნებულია თავისი გუნდის წარმატებაში: "მთავარი სტუმრად მოპოვებული წარმატებაა, ბაიერნთან თამაშის დიდი გამოცდილება მაქვს, თუმცა დღეს სრულიად სხვა სტილის მიუნხენელებთან გვექნება თამაში, მიუხედავად ამისა ჩვენ უნდა შევძლოთ სასურველი შედეგის მიღწევა. ოლდ ტრაფორდზე კი ეს უკვე გარანტირებული გვექნება, ვინაიდან შინ ჩვენ შეუდარებელნი ვართ. ჩვენი რეკორდი ფანტასტიურია, სამი წელია რაც ევრო ტურნირებზე შინ არ მავმარცხებულვართ და არც ახლა ვაპირებთ, იქამდე კი, ჩვენი ძალები მიუნხენში უნდა მოვსინჯოთ."



უკან დაბრუნება