Fci.ge

ნასრის დისკვალიფიკაცია ემუქრება


26-06-2012

ნასრის დისკვალიფიკაცია ემუქრება

L'Equipe-ს ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთის ფედერაციამ(FFF) შესაძლოა ნაციონალური გუნდის ნახევარმცველ სამირ ნასრის ორ წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს ჟურნალისტისადმი შეურაწყოფის მიყენების გამო.

ინციდენტი მოხდა შაბათს, ევრო 2012-ის 1/4 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ესპანეთთან(0:2).ნასრი, რომელმაც გაირა მიქსტ-ზონა მეორეჯერ, უხეშად გასცა პასუხი ერთ-ერთი ჟურნალისტის თხოვნას-ეპასუხა მის რამდენიმე შეკითხვაზე.ჟურნალისტის მხრიდან მწვავე პასუხის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" ჰავბეკმა შეურაწყოფათა ნაკადი მიაყენა მას, რომელთა შორის რამდენიმე ეხებოდა ადგილობრივი წყაროს წარმომადგენლის ოჯახის წევრებს.

ამავე წყაროს ცნობით, FFF აპირებს დისციპლინარული საქმის გახსნას ნასრის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა ორი წლით იქნეს დათხოვნილი ეროვნული ნაკრებიდან.გამოკითხვამ L'Equipe-ს საიტზე აჩვენა, რომ მომხმარებელთა 56 პროცენტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას ემხრობა.

სანქციები ასევე შესაძლოა იქნეს მიმართული ნახევარმცველ იან მვილას, ჰატემ ბენ არფასა და "პსჟ"-ს ფორვარდ ჟერემი მენეზის წინააღმდეგ.


უკან დაბრუნება