Fci.ge

სილვა: ინიესტა პირველია


27-06-2012

სილვა: ინიესტა პირველია

ესპანეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ მისი თანაგუნდელის ანდრეს ინიესტასა და პორტუგალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, ვინ ჯობია: მესი თუ რონალდო? ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ნომერ პირველად ანდრეს ინიესტა ითვლება. ის ესპანეთის ნაკრებში ჩემთან ერთად თამაშობს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მას მოედანზე ბევრად რთული რამის გაკეთება შეუძლია."

"ანდრესი უბრალოდ მაგიურად მოქმედებს ბურთთან ერთად, ის შესანიშნავია ფეხბურთელია, მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის. მე პირადად არ ვიცნობ მესის და რონალდოს, მაგრამ ინიესტას შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ძლიერ ხასიათს ფლობს."

"პორტუგალია კარგი გუნდია, რომელიც დრო და დრო კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მათ დაამტკიცეს, რომ მხოლოდ რონალდო არ არის მთლიანი გუნდი, სწორედ ამიტომ მადრიდის "რეალის" ფორვარდის გასაჩერებლად მთელი ძალების მიმართვას არ ვაპირებთ. მატჩისთვის 100%-ით მზად ვართ. ვიცით, რომ ძნელი იქნება, მაგრამ ოპტიმისტებად ვრჩებით."

"დაე პორტუგალიას ეშონოდეს, იმიტომ, რომ ჩემპიონებს ეთამაშებიან. დიახ, მათ ჩვენ დაგვამარცხეს ამხანაგურ მატჩში(4:0, 2010 წელს), მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალია და აქ ყველაფერი სხვაგვარად იქნება."

"ვფიქრობ, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე გავიზარდეთ, როგორც გუნდი. ფრანგებთან მატჩში სრული ერთიანობა გამოვამჟღავნეთ. ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეს უნდა ეშონოდეს ჩვენი და არა ჩვენ მათი. თუკი ბურთს გავაკონტროლებთ, გამარჯვებას შევძლებთ. ესაა ჩვენი მისია და ვიზამთ ყველაფერ შესაძლებელს ამის მისაღწევად"- განაცხადა დავიდ სილვამ.


უკან დაბრუნება