Fci.ge

არბელოა: დღეს მეგობრები არ მეყოლება


27-06-2012

არბელოა: დღეს მეგობრები არ მეყოლება

ესპანეთის ნაკრების მარჯვენა მცველმა ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ დაივიწყებს მეგობრულ გრძნობებს ევრო 2012-ის 1/2 ფინალის მატჩში პორტუგალიასთან.

ოთხშაბათს, დონეცკში, "დონბას არენაზე" არბელოა ითამაშებს მადრიდის "რეალის" სამი თანაგუნდელის წინააღმდეგ, რომლებიც პორტუგალიის ნაკრების მაისურით გამოდიან.

"დღეს პორტუგალიის ნაკრების რიგებში მეგობრები არ მეყოლება. მე არ ვილაპარაკებ ფაბიო კოენტრაოსთან, კრიშტიანუ რონალდოსთან ან პეპესთან, სანამ მატჩი არ დასრულდება. მოედანზე ჩვენ ვიქნებით არა მეგობრები, არამედ მტრები. ზუსტად იქამდე, სანამ თამაშის დრო ფინიშს არ მიაღწევს."

"ამასთანავე კრიშტიანუ რონალდო პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, თუ არა საუკეთესო, ევრო 2012-ზე შესანიშნავად გამოდის. მას გააქვს, ქმნის მომენტებს. ყოველთვის სასიამოვნოა ძალების მოსინჯვა ასეთ შესანიშნავ ფეხბურთელებთან"- განაცხადა არბელოამ UEFA-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.


უკან დაბრუნება