Fci.ge

აბიდალი 2011/12 წლებში ბარსელონას საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს


28-06-2012

აბიდალი 2011/12 წლებში ბარსელონას საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ბარსელონას მცველი, რომელმაც სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, აღიარეს 2011/12 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ კატალონიურ კლუბში.

ფრანგს, რომელსაც სჭირდება ღვიძლის გადანერგვა, ჯილდო ალდო როვირიმ გადასცა. აბიდალი აღიარეს, როგორც ღირსებისა და სიძლიერის სიმბოლო, იტყობინება ბარსელონას ოფიციალური საიტი.

კონკურსში, რომელიც განსაზღვრავდა სეზონის საუკეთესო მოთამაშის ვინაობას, მონაწილეობას იღებდნენ ბარსას ხელმძღვანელები და კატალონიური მედიის წარმომადგენლები.

დავამატებთ, რომ აბიდალს ორი წლის განმავლობაში დანიშნული ექნება ლიონელ მესის ანალოგიური ხელფასი.


უკან დაბრუნება