Fci.ge

შაკირა ევრო 2012-ის ფინალს დაესწრება


1-07-2012

შაკირა ევრო 2012-ის ფინალს დაესწრება

ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალს სტადიონიდან ადევნებს თვალს.

 

შეგახსენებთ, რომ 35 წლის სამხრეთ ამერიკელი ესპანეთის ნაკრების მცველის, ხერარდ პიკეს საცოლეა, რომელიც უკვე 25 წლის ფეხბურთელისგან შვილს ელოდება. ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს შაკირა, თუმცა ჟურნალისტებმა უკვე ყველაფერი გაშიფრეს.

 

იტალიელმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ დღევანდელი მატჩის წინ მომღერალს გამომწვევი კომენტარი გაუკეთა. მარიომ შაკირას ასე მიმართა: "მინდა ევროპის ჩემპიონატის ფინალზე დავპატიჟო შაკირა და ვანახო მას თუ რას ვუზამ მის საქმროს."


უკან დაბრუნება