Fci.ge

გვარდიოლა: ესპანელებს არ სჭირდებათ თავდამსხმელი


1-07-2012

გვარდიოლა: ესპანელებს არ სჭირდებათ თავდამსხმელი

ბარსელონას ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო 2012-ის ფინალურ მატჩში იტალიას დაამარცხებს.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს გაიმარჯვებენ ესპანელები და შევლენ ისტორიაში. ოთხ წელიწადში სამი დიდი ტურნირის ფინალი - ასეთი მიღწევა კიდევ კარგა ხანი იქნება უკონკურენციო,“ - ციტირებს 41 წლის ესპანელს Goal.com.

გვარდიოლამ ასევე მცირე კომენტარი გააკეთა ესპანეთის ნაკრების შეტევაზე.

„ესპანეთის ნაკრებისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ითამაშებენ თუ არა ცენტრალური თავდამსხმელით. გოლების გატანა სხვა მოთამაშეებსაც შეუძლია სიღრმიდან. გუნდი კარგ ხელშია, ვისენტე დელ ბოსკე საუკეთესოა მწვრთნელია და მასზე კარგს ესპანეთი ვერც ინატრებდა.“


უკან დაბრუნება