Fci.ge

ევრო 2012-ის ბომბარდირი ტორესია !


2-07-2012

ევრო 2012-ის ბომბარდირი ტორესია !

ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი 2012 წელს ფერნანადო ტორესი გახდა.

 

გუშინ ტორესის ესპანეთმა იტალია 4:0 გაანადგურა ევრო 2012-ის ფინალში და ამ მატჩში ფერნანადომ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე ჩელსის ფორვარდს 2 გოლი ჰქონდა გატანილი ირლანდიის კარში და სულ ჯამში მას 3 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და სწორედ ამიტომ ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ ტორესისნაირი შედეგი მარიო გომესსაც ჰქონდა, თუმცა ესპანელს უპირატესობა იმიტომ მიენიჭა, რომ მან ამ ყველაფრის გაკეთება უფრო ნაკლებ დროში შეძლო, ვიდრე გომესმა.


უკან დაბრუნება