Fci.ge

ნეიმარი: ბრაზილიამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა


1-07-2013

ნეიმარი: ბრაზილიამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა

ნეიმარი ტურნირის მოგებით ძალიან გახარებულია და ფიქრობს, რომ ეს განწყობა გუნდს რამდენიმე თვე გაჰყვება..

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ესპანეთს 1 გოლი გაუტანა და გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

"მე ამას ნამდვილად არ ველოდი. მე ჩემს თანაგუნდელებს ვეუბნებოდი, თუ რა კარგად წაგვივიდა საქმე. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ყველაფერი ასე წავიდა და ჩვენ საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. ამ ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის."-
განუცხადა ნეიმარმა ფიფას ოფიციალურ საიტს.

"ჩვენთვის ეს წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. გახარებული ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ. ბრაზილიას და ესპანეთს შორის დიდებული თამაში იყო. როდესაც თამაში დაიწყო, მსოფლიო გაჩერდა. ვიცით, რომ მატჩი ფანტასტიკურად ჩავატარეთ."-დაასრულა ბრაზილიელმა ტალანტმა.

ბრაზილია გახდა ერთადერთი ნაკრები, რომელმაც ამ ჩემპიონატის მოგება ზედიზედ სამჯერ შეძლო.


უკან დაბრუნება