Fci.ge

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო


11-08-2013

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და პირველ დღეს პირველი ტურის 3 მატჩი გაიმართა.

 

მარტვილის "მერანი" დღეს ცხინვალის "სპარტაკს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში 3-ვე ბურთი მარტვილელებმა გაიტანეს 1 შულაიამ 2 კი ფონიავამ, 1 საკუთარ კარში.

 

საჩემპიონო ადგილისთვის მებრძოლი "ტორპედო" შინაურ არენაზე რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრე 1:1 დაასრულა, რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას" გურიის "ლანჩხუთი" მიიღო შინ და 3:0 დაამარცხა.

 

პირველი ტურის დარჩენილი მატჩები 11 აგვისტოს გაიმართება.

 

ზუგდიდი - ჩიხურა

სიონი - დილა

დინამო - ზესტაფონი


უკან დაბრუნება