Fci.ge

დინამომ და დილამ მოგებით დაიწყეს


11-08-2013

დინამომ და დილამ მოგებით დაიწყეს

დღეს საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

 

ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა, რომელშიც "დინამომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და თბილისელებმა ბოლო წუთზე შეძლეს 3 ქულის მოპოვება. ანგარიში 28-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გახსნა, ამას "ზესტაფონელთა" გოლი მოჰყვა მეორე ნახევრის დასაწყისში. საბოლოო წერტილი 90-ე წუთზე ხისკომ დასვა.

 

ჩემპიონობისთვის მებრძოლი კიდევ 1 გუნდი, გორის "დილა" ბოლნისში "სიონს" ესტუმრა და მეტოქე, "დინამოს" მსგავსად მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ანგარიში მე-11 წუთზე ფოფხაძემ გახსნა, თუმცა მას "გორელთა" მხრიდან 2 გოლი მოჰყვა, 39-ე და 77-ე წუთზე დოლიძემ დუბლი შეასრულა და 3 ქულა მოუტანა მის გუნდს.

 

ზუგდიდში იმარჯვა საჩხერის "ჩიხურამ". სამეგრელოში ანგარიში მე-14 წუთზე ჭელიამ გახსნა, 51-ე წუთზე ეხვაიამ წონასწორობა აღადგინა, 79-ე ზე ტატანაშვილმა წინ გაიყვანა "ჩიხურა", 90-ე ზე კი საბოლოო წერტილი მატჩს წინამძღვრიშვილმა დაუსვა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "მერანმა" "ცხინვალი" 2:1 დაამარცხა, "ვიტო ჯორჯიამ" "გურია" 3:0, "ტორპედომ" კი "მეტალურგთან" ფრედ დაასრულა, 1:1.


უკან დაბრუნება