Fci.ge

უმაღლესი ლიგა - 21 ტურის წინ


8-03-2014

უმაღლესი ლიგა - 21 ტურის წინ

ხვალ, უმაღლესი ლიგის 6 მატჩი გაიმართება. თბილისის დროით 15:00 საათზე 5 შეხვედრა დაიწყება, ერთ კი 18:00 საათზე შედგება.

 

ტურის ცენტრალურ მატჩში, "ტორპედო" ქუთაისში "დინამოს" მიიღებს. მართალია ქუთაისელები კარგ ფორმაში არ არიან, თუმცა ძოძუაშვილის გუნდმა უკანასკნელი შეხვედრა მოიგო და მათ დიდი სტიმული მიეცათ. რაც შეეხება, "დინამოს" ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან და მზად არიან, კვლავ გაზარდონ სხვაობა "ჩიხურასთან" გათამაშების ცხრილში. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურის შემდეგ პირველსა და მეორე ადგილოსანს შორის სხვაობა 7 ქულა გახდა.

 

ტურის კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გურიაში გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, "გურიას" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შინ მატჩების ჩატარების ნებართვა დართო და ამჯერად ისინი ლანჩხუთში თამაშობენ. 21-ე ტურში ისინი ჩემპიონატის მე-2 ადგილოსანს, "ჩიხურას" მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ "გურია" ამჟამად მე-6 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება მე-3 ადგილოსანს.

 

ასევე, საინტერესო შეხვედრა გაიმართება გორში, სადაც "დილა" "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს. შეხვედრა ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გორელებმაც და მცხეთელებმაც 2014 წელს უმაღლესი ლიგაში 2 მატჩიდან 2-ვე წააგეს, ასე რომ ხვალ რომელიღაც გამოასწორებს სტატისტიკას.

 

ჩემპიონატის მე-4 ადგილოსანი, ბოლნისის "სიონი" რუსთავში გაემგზავრება, სადაც "მეტალურგს" დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის სხვაობა 0 ქულაა, "მეტალურგი" მე-5 ადგილზე იმყოფება და "სიონს" მხოლოდ ბურთებით ჩამორჩება.

 

საინტერესო მატჩი გაიმართება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც 2 აუტსაიდერი დაუპირისპირდება ერთმანეთს. "სპარტაკსა" და "ზუგდიდს" 17-17 ქულა აქვთ და ისინი ერთმანეთს მე-10 პოზიციისთვის ეცილებიან.

 

ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "ზესტაფონი", იმერეთში მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს. გია გეგუჩაძის გუნდის მიზანი ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანთან გამარჯვება იქნება. ეს შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

 

საქართველოს უმაღლესი ლიგა 21-ე ტური

გორი - ვიტ ჯორჯია

გურია - ჩიხურა

მეტალურგი - სიონი

ტორპედო - დინამო

სპარტაკი - ზუგდიდი

ზესტაფონი - მერანი

 

ცხრილი

ნ. გუნდიმ.მ.ფ.წ.გტ.გშ.%ბოლო 5 მატჩი 
1   20 14 3 3 48 16 +32 45 WLWLW
2   20 11 5 4 39 29 +10 38 LWDDW
3 Previous rank: 7 20 10 4 6 27 15 +12 34 WWWWL
4   20 8 6 6 25 22 +3 30 LWDWD
5 Previous rank: 6 20 8 6 6 25 23 +2 30 DWLWL
6 Previous rank: 5 20 10 0 10 23 27 -4 30 LWLLW
7 Previous rank: 3 20 7 7 6 25 20 +5 28 LLDDW
8 Previous rank: 9 20 7 5 8 22 26 -4 26 WDLLL
9 Previous rank: 8 20 7 4 9 25 27 -2 25 LLWWD
10   20 5 2 13 16 30 -14 17 WLLDW
11   20 4 5 11 10 28 -18 17 WLWWL
12   20 4 3 13 15 37 -22 15 DDLLL


უკან დაბრუნება