Fci.ge

"ლიონის არ გვეშინია"


18-12-2009

გთავაზობთ მანუელ პელეგრინის ინტერვიუს მოკლე ნაწყვეტებს, რომელიც კენჭისყრის შემდგომ კონფერენციაზე განაცხადა:

"შეიძლება შეხვდე გრანდს, რომელიც ფორმაში არა და ასევე შეიძლება შეხვდე ისეთ გუნდს, რომელსაც ლიგაზე დიდი ტრადიციები არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ის ამ დროისთვის იდეალურ ფორმაშია. ჩვენთვის ლიონი ისეთივე რთული მეტოქეა როგორც ბაიერნი ან მილანი რომ შეგვხვდომოდა".

"იმედი მაქვს ორივე მატჩში უმაღლესი დონის თამაში იქნება, რომლის შედეგადაც შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავაგრძელებთ ასპარეზობას."

"ლიონთან ურთიერთ შეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკა მე არ მაშინებს, თუმცა არ შეიძლება მათი არ გათვალისწინება."

"ჯერ არ მილაპარაკია არც ბენზემასთან და არც დიარასთან, თუმცა აუცილებლად ვაპირებ მათთან საუბარს. წინ ორი თვე გვაქვს, ეს დიდი დროა, ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი ძალიან ზუსტი უნდა იყოს, რათა ლიონთან როგორც ერთი მთლიანი გუნდი ისე გავიდეთ"


უკან დაბრუნება