Fci.ge

"ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ"


19-12-2009

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრამ ერთმანეთს მილანის ინტერი და ლონდონის ჩელსი დააპირისპირა. მილანელთა კამერუნელმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ "Adnkoronos / IGN"-თან საუბარში გააკეთა კომენტარი მომავალი თამაშის შესახებ. მისი თქმით, ორი თვით ადრე ფავორიტის გამოკვეთა არ ღირს. "რთულია რაიმე ახალი ვთქვა, ჩელსი არის ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს. თუმცა მე არ ვთვლი მათ ფავორიტებად, რადგნაც ინტერი აგრეთვე დიდ ძალას წარმოადგენს. თანაც თამაშამდე კიდევ დიდი დროა და ხალხი ამას რატო ივიწყებს? ორ თვეში როგორ ფორმაში იქნებიან გუნდები და ფეხბურთელები უცნობია. ასე რომ ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ."- განაცხადა 28 წლის თავდამსხმელმა.


უკან დაბრუნება