Fci.ge

რიბერი ”იუვესთან” ვერ ითამაშებს


3-12-2009

რიბერი ”იუვესთან” ვერ ითამაშებს

როგორც იცით მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს, ”ფრენკ რიბერის” ამ სეზონში ხშირად აწუხებდა მუხლის ტრავმა. როგორც იქნა მას მარცხენა მუხლზე ტკივილები აღარ აწუხებს და სრულფასოვან ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა ”იუვენტუსთან” მისი თამაშის შანსი მაინც მინიმალურია. ფრანგამ ნახევარმცველმა გერმანულ ”Bild"-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვარჯიშის დროს ფეხზე ტკივილები აღარ აქვს,მიუხედავად ამისა ჩემპიონთა ლიგის მატჩში თამაშს სავარაუდოდ ვერ შეძლებს. ორი გამოტოვებული თვის შემდეგ, რიბერი თავის მიზნად ისახავს, რომ როგორმე ამ თვის დასრულებამდე მაინც მოახერხოს თამაში. ალბათ ეს 19 დეკემბერს, ჰერტას წინააღმდეგ მოხდება, შესანიშნავ ”ალიანც-არენაზე”.


უკან დაბრუნება