Fci.ge

აგუერო: ფალკაო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი შემტევია


9-04-2015

აგუერო: ფალკაო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი შემტევია

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო კან აგუერომ, საკმაოდ კარგად შეაფასა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოს შესაძლებლობები.

 

მოგეხსენებათ, რომ კოლუმბიელი "მონაკოს" კუთვნილებაა და მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადაბარგდა ოლდ ტრაფორდზე იჯარის წესით. რადამელმა ჯერჯერობით ვერ მოიკიდა ფეხი პრემიერ ლიგაში და შესაძლოა, "მანკუნიანელებმა" არ გამოისყიდონ მისი კონტრაქტი.

 

""მანჩესტერ იუნაიტედში" საკმაოდ ბევრი ნიჭიერი თავდამსხმელია, მაგრამ ყველაზე უნარიანი - ფალკაოა. მას არც ისე მარტივი სეზონი აქვს, მაგრამ სინამდვილეში, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მისი მუშაობით. ფალკაო ჩინებულად უდგება საკუთარ საქმეს, კლასი და ოსტატობა კი არ დაიკარგება.

 

შესაძლებელია, რომ ფალკაო - ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელია თანამედროვე ფეხბურთში", - განაცხადა არგენტინელმა.


უკან დაბრუნება