Fci.ge

გვარდიოლა: რიბერის და რობენის გარეშე პრობლემები შეგვექმნა


9-04-2015

გვარდიოლა: რიბერის და რობენის გარეშე პრობლემები შეგვექმნა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ისაუბრა საკუთარი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და იმ ცვლილებებზე, რაც რიბერი-რობენის ტრავმამ გამოიწვია.

 

"რეკორდმაისტერის" ლიდერები ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურმა მატჩმა შეიწირა, რობენი კიდევ ერთ თვეს გამოტოვებს, ფრენკი კი ბუნდესლიგის მომდევნო ტურის მატჩს.

 

ეს ყველაფერი კი გუნდის შედეგიანობაზე აისახა, რამეთუ "ბაიერნმა" ბოლო სამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი შეაგდო და ბოლო ორი მატჩი ჩაატარა განსხვავებულ სტილში.

 

"რობენისა და რიბერის გარეშე სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ერთი-ერთზე მეტოქის მოტყუბა - აღარ არიან.

 

ახლა, სრულიად განსხვავებული გუნდი გვყავს, არა ისეთი, როგორიც რიბერისა და რობენის დროს. რას ვიზამთ, უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას", - განაცხადა პეპმა.


უკან დაბრუნება