Fci.ge

მონტელა: შესაძლოა უფრო მეტი გოლი გაგვეშვა


12-04-2015

მონტელა: შესაძლოა უფრო მეტი გოლი გაგვეშვა

"ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, შეაფასა საკუთარი გუნდის დღევანდელი თამაში, სტუმრად "ნაპოლის" წინააღმდეგ - 0:3.

 

"ეს იყო სულელური მარცხი. სისწრაფე, ხასიათი, გული და სული დაგვაკლდა, რის გამოც ძალიან ვღელავ. სამ გოლზე მეტის გაშვება შეგვეძლო, რადგან დაცვის ხაზის მოქმედებებში, ზოგჯერ არანაერი ლოგიკა არ შეინიშნებოდა.

 

საჭიროა მიზეზების პოვნა, მაგრამ საქმე ფიზიკაში არ არის. შესაძლოა, ფსიქოლოგია თამაშობს საკუთარ როლს, რადგან შუაკვირას განცდილმა მარცხმა სერიოზული დარტყმა მოგვაყენა. გარდა ამისა, ასეთ ფიასკოს არ მოველოდით, რაც აუცილებლად აისახება გუნდზე", - განაცხადა მონტელამ.

 

შუაკვირას, ფლორენციელებმა "იუვენტუსთან" წააგეს შინ 0:3 და იტალიის თასიდან გამოვარდნენ. ხუშთაბათს კი, "ფიორენტინა" კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება უკრაინაში, ევროპის ლიგის ეგიდით.


უკან დაბრუნება